top of page
backg.png

როგორ იყენებს ,,იმედი" საბჭოთა პროპაგანდისტულ მეთოდებს ახალი ამბების გავრცელებისას

d88153fc18bed68e88249c42c04d0f8e.jpg

„ისტორია მეორდება, თავიდან როგორც ტრაგედია, შემდეგ კი, როგორც ხუმრობა“, - ეს ფრაზა კარლ მარქსს ეკუთვნის. ალბათ, კარლ მარქსი ვერც კი იფიქრებდა, რომ მისი ფილოსოფიური შეხედულებების საფუძვლებზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეოლოგიის მთავარი ინსტრუმენტი - პროპაგანდა, საუკუნის შემდეგაც იმავე სახით აქტუალური იქნებოდა.

რატომ ,,კომუნისტი" და ,,იმედი"

1921 წლის ოკუპაციის შემდგომი პერიოდის განმავლობაში საბჭოთა პროპაგანდა განსაკუთრებით ცდილობდა ჩაეხშო ქვეყანაში წარმოქმნილი წინააღმდეგობა. ამისთვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება გაზეთ ,,კომუნისტის“ პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენება იყო. ეს იყო მთავარი ,,გაზეთი“ კომუნისტურ საქართველოში, რომელიც ფსევდო-აკადემიურობის ფარგლებში პროპაგანდას ავრცელებდა. 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ საქართველოში დღესაც მუშაობს რუსული პროპაგანდა წინააღმდეგობის ჩასახშობად, მთავარი ინტრუმენტი კვლავ მედიაა, კვლავ აკადემიურ ჩარჩოში ამბების გაშუქების ამბიციებით, კვლავ ხელისუფლებისადმი ლოიალური სარედაქციო პოლიტიკით. განსხვავებული ისტორიული პერიოდი, თითქმის იგივე მოცემულობა, იგივე ,,მტერი“ და იგივე პროპაგანდისტული მეთოდები... გაზეთ ,,კომუნისტსა“ და ტელეკომპანია ,,იმედს“ ბევრი საერთო აქვთ.

4 მთავარი პროპაგანდისტული მეთოდი

Whataboutism

გაზვიადება

დემონიზება

ინფორმაციის შერჩევითი გაშუქება

1111.png

Whataboutism

ეს მეთოდი მთავარი ამბიდან ყურადღების სხვა არააქტუალურ ამბავზე გადატანას გულისხმობს. ,,კომუნისტი“ ამ წლების სტატიებში 1924 წლის აჯანყების მონაწილეებს ბრალად სდებდა როგორც საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე საზოგადოების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებსა და ძალადობას. ასევე სტატიაში ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რომ აჯანყებულები ცდილობდნენ „დასავლური იმპერიალისტური ძალების“ მხარდაჭერის მოპოვებას, რაც მათი მოქმედებების უკან უცხოეთის გავლენაზე მიუთითებდა. ,,იმედის“ მიერ გავრცელებულ ნიუს-ქარდებში პირდაპირი გზით არის გამოყენებული ეს მეთოდი. კონკრეტულად, აღნიშნულია ქმედება ან განცხადება, რაც სახელისუფლებო ნარატივს ეწინაამდეგება და შემდეგ მიბმულია ის ინფორმაცია, რომელიც ამ ინფორმაციის დისკრედიტაციას ეწევა და მკითხველისთვის სურს არა რეალურად აქტუალური თემის, არამედ სხვა თემის ფოკუსში მოქცევა. მაგალითად, ,,იმედის“ ერთ-ერთ ქარდზე ვკითხულობთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგი საქართველოს არჩევნებზე იმსჯელებს. მის შემდეგ ვკითხულობთ, რომ გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშალა. ამით მკითხველს ყურადღება გადააქვს ბოლოს მოყვანილ ინფორმაციაზე, რადგან სიტყვები ,,კოალიცია დაიშალა“ და ,,რიგგარეშე არჩევნები“ მისთვის უფრო აქტუალური და ნაცნობია, შედეგად რიგითი მკითხველისთვის მნიშვნელობას აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გერმანიის ბუნდესტაგი საქართველოს არჩევნებზე იმსჯელებს. აღსანიშნავია, რომ აქცენტი დასმულია თარიღებზეც, რისი მიზანიც ბუნდესტაგში დაგეგმილი მსჯელობისთვის აბსურდულობის შეძენაა. აღსანიშანვია, რომ ეს ქარდი, მხოლოდ მას შემდეგ დაიდო იმედის ფეისბუქ გვერდზე, რაც ხელახალი არჩევნების ჩატარების ამბავი გახდა ცნობილი. იმავე მიდგომა ვრცელდება სხვა მსგავსს ქარდებზეც.

22.png

გაზვიადება

გაზვიადებას ხშირად იყენებდა საბჭოთა პროპაგანდა ერთ-ერთ აპრობირებულ მეთოდად. 1920-30-იან წლებში გაზეთი ,,კომუნისტის“ მთავარი ფუნქცია მენშევიკების ქმედებების გაზვიადებულად წარმოჩენა და დემონიზება იყო. მოცემულ მაგალითში, მთავარი სიტყვები და ფრაზები, როგორებიცაა: ,,სისხლის ღვრა“, ,,აქაც დაატრიალოს ჯოჯოხეთი ომის“, ,,საქართველოს ახალ მთავრობას არ სურს ომის გაგრძელება“ გამუქებულია. აქ გაზვიადებულია მენშევიკების ქმედებები და მათი სამოამვლო გეგმები, რაც მკითხველს წარმოდგენებს უმძაფრებს. ,,იმედის“ მიერ მომზადებულ ამ კონკრეტულ რეპორტაჟში, რომელიც ოპოზიციის გეგმებს ეხება, ასევე არის გამოყენებული ისეთი სიტყვები, რომლებიც მაყურებლების ემოციურ ფონზე მოქმედებს: ,,რადიკალები“, ,,ევროპული მანტია“, ,,სპეცრეპორტაჟი“ (გამუქებული და წითელ ჩარჩოში ჩასმული).

საბჭოთა პროპაგანდის ნაწარმი და ,,კომუნისტი"

33.png

დემონიზება

დემონიზება პროპაგანდის მეთოდია, რომელსაც მედია განსაკუთრებულ შემთხვევებსა და სუბიექტებთან მიმართებით იყენებს. დემონიზება კონკრეტული ინდივიდის, ჯგუფისა ან მოვლენის მიმართ უარყოფითად განწყობასა და სიძულვილის გამოხატვას უწყობს ხელს. გაზეთ ,,კომუნისტის“ შეთხვევაში ეს მეთოდი მიმართული იყო დასავლეთში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების უარყოფითად წარმოჩენით. ამ დროს განმსაზღვრელ როლს ასრულებდა სპეციფიკური სიტყვები (ორმაგად, უმუშევართა არმია) რომლებიც უფრო ამძიმებდა სიტუაციას. ,,იმედის“ მიერ გავრცელებული ახალი ამბების შემთხვევაში ეს მეთოდი ძირითად მიემართება ლგბტქ თემის წარმომადგენელთა თემას. მაგალითად მოცემულ ნიუსში თემის დემონიზებას ახდენს სიტყვა ,,პროპაგანდა“, რომელიც მკითხველს უარყოფით შეხედულებას უქმნის მიმდინარე აქტივობასთან დაკავშირებით და სიძულვილის ენის გაღვივებას უწყობს ხელს. თუ გაზეთი ,,კომუნისტი“ 9 აპრილის პერიოდში გახდა ცილისწამების უშუალო პლატფორმა და აქციაზე მყოფ ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებს ,ექსტაზში შეუსლები“ უწოდა, ,,იმედი“ 2023 წლის მარტის აქციებზე გამოსულებს ,,რადიკალებად“ მოიხსენიებდა.

,,იმედის" მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია

44.png

ინფორმაციის
შერჩევითად
გაშუქება

მოცემული პროპაგანდისტული მეთოდი ყველაზე მეტი სიხშირით გამოიყენებოდა როგორც გაზეთ ,,კომუნისტის“, ისე ტელეკომპანია ,,იმედის“ ახალი ამბების გავრცელების ტენდენციაში. ,,კომუნისტმა“ 1989 წლის 9 აპრილის ამბები სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით გააშუქა. 9 აპრილის ღამეს მომხდარი ამბები მხოლოდ 11 აპრილის გამოცემაში დაიბეჭდა, ესეც გაკვრით, გაზეთში მსხვერპლზე საუბარი მხოლოდ 11 აპრილის გამოცემებიდან დაიწყო და აქაც კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებდნენ. ,,იმედის“ ნიუსებში ბოლო პერიოდში ამბის შერჩევითი გაშუქება არჩევნების თემასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ,,ისფედის" ხელმძღვანელის მიერ არჩევნების შეფასება სრულიად სხვა ინტერპრეტაციით არის გაშუქებული და შექმნილია წარმოდგენა, რომ ნინო დოლიძეს უარყოფითი არაფერი უთქვამს მიმდინარე მოვლენებზე.

Search

გაზეთი ,,კომუნისტისა" და ტელეკომპანია ,,იმედის" მიერ გავრცელებული ახალი ამბების მოდელებს შორის მსგავსება დიდია. განხილული 4 საბჭოთა პროპაანდისტული მეთოდის საფუძველზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში დღესდღეობით ყველაზე სანდო მედია წარსულის მემკვიდრეობას საბოლოოდ ვერა და ვერ დაემშვიდობა.

© 2024      დავით ქათამაძე, მითების დეტექტორის ლაბორატორია

bottom of page